Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოზეპ ბორელი: "დღევანდელი მოსაზრებით, საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას"


ჯოზეფ ბორელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი
ჯოზეფ ბორელი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი მიიჩნევს, რომ საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას და ამისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა წინ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკომისიისგან ამ ეტაპზე ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე თანხმობა, ჟოზეპ ბორელი მიიჩნევს, რომ დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ.

"საქართველოს მოქალაქეების მუდმივი მისწრაფებებით - დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ევროკავშირის ოჯახში, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა გახდა შესაძლებელი. ყოველი ნაბიჯი ამის რეალობად ქცევას აახლოებს.

დღევანდელი მოსაზრებით, საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას"

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს, 17 ივნისს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოს, ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, მილოცვების ძირითადი ადრესატები დღეს უკრაინა და მოლდოვა არიან. მილოცვებს უერთდება ჯოზეპ ბორელიც.

"ჩვენ მოვისმინეთ მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და დღეს ვუპასუხეთ მას რეკომენდაციით, რომ გააგრელონ მუშაობა.

დარწმუნებული ვარ, რომ მოლდოველი ხალხი შეძლებს სრულად გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობა, გააგრძელოს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანების პერსპექტიული გზა." - წერს ბორელი ტვიტერის გვერდზე

უკრაინასთან მიმართებით, ჟოზეპ ბორელი აღნიშნავს, რომ უკრაინელებმა დაამტკიცეს მონდომება, მიაღწიონ თავიანთ ევროპულ ბედს. მისი თქმით, დღეს უკრაინამ ევროკავშირის გზაზე ახალ ეტაპს მიაღწია.

"პოზიტიური აზრი არის მკაფიო გზავნილი მამაცი უკრაინელი ხალხისთვის, რომელთანაც ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები და ისტორია.

ჩვენ ერთად ვართ ევროპა."

ევროკომისიის დასკვნით, საქართველომ უნდა მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, თუმცა, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსისთვის, 12 მოთხოვნა უნდა შეასრულოს.

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს ბრიუსელში, 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე

XS
SM
MD
LG