საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოფელ სამებასთან 3.0 (ML) მაგნიტუდა სიდიდის მიწისძვრა იყო.
უწყებით ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 12:43 საათზე დაფიქსირდა.
სოფელ სამებასთან მიწისძვრა იყო 14 მაისსაც. მაშინ მისმა სიმძლავრემ 4.4 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
მანამდე, პირველ მაისს, სოფელ სამებასთან საკმაოდ ძლიერი, 5.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.