Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში 16 ივნისს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს


16 ივნისს ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 ივნისს ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1979 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებს აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG