Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ფაქტი იყო, გიჟებივით და სამარცხვინოდ იქცეოდნენ, სახელის დარქმევა მოგვიწია


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გუშინ, 22 ივნისს მას, მის თანაგუნდელებსა და პრემიერ-მინისტრს ოპოზიციისთვის "სახელის დარქმევა" მოუწიათ. ასე უპასუხე პარლამენტის წევრმა ოპოზიციის კრიტიკას პრემიერ-მინისტრის მიმართ.

"მას ჩაეჭრა მთელი რადიკალური ოპოზიცია და არ აძლევდნენ სიტყვის გაგრძელების საშუალებას - სცადეს ობსტრუქციის მოწყობა, მთლიანად ამ რეჟიმში ცდილობდნენ გაეგრძელებინათ სხდომა, რისი საშუალებაც, ბუნებრივია, მათ არ მიეცათ...

აბსოლუტურად სწორი იყო... სად იყო შეურაცხმყოფელი ლექსიკა? [გიჟი ხარ, გადასაყვანი ხარ კლინიკაში] რაც ფაქტი იყო, გიჟებივით და სამარცხვინოდ იქცეოდნენ ეს ადამიანები. აქედან გამომდინარე ყველაფერს უნდა დაერქვას საკუთარი სახელი.

როდესაც ასეთი სახით აჩვენებ თავს ოპოზიცია, მას უნდა დაერქვას საკუთარი სახელი. ეს სჭირდება იმას, რომ საზოგადეობამ სწორად გაიაზროს, სად ვართ დღეს და ვინ ვინ არის", - თქვა კობახიძემ.

მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს მოიყვანა კიდევ ერთი მაგალითი, როცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს იმავე გზით მოუწიათ პრობლემის გადაჭრა.

"საპრეზიდენტო კამპანია როდესაც წარმოებდა, სალომე ზურაბიშვილი შერაცხეს მოღალატედ, ატრიალებდნენ ამ მესიჯს. რასაც არ უპასუხა, სხვათა შორის და მიიღო 38%, მეორე ტურში, როდესაც საკუთარი სახელი დავარქვით ნაცმოძრაობას, ზურაბიშვილმა აიღო 60 პროცენტი.

ეს არის რეალობა, ხანდახან საჭიროა, ყველაფერს დაარქვა საკუთარი სახელი და სამარცხვინო ოპოზიციას უნდა დაერქვას საკუთარი სახელი, რაც კიდევ ერთხელ მოგვიწია გუშინ", - თქვა მან.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკებს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტრიბუნიდან ცინიკური ფრაზებით ეხმაურებოდა.

პრემიერის ამ ტიპის კომენტარებს ოპოზიციის დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნიდან გამოეხმაურნენ.

XS
SM
MD
LG