Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EBRD მოლდოვას გაზის რეზერვებისთვის 300 მილიონ ევროს გამოუყოფს


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მოლდოვას 300 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს გაზის დამატებითი მარაგების შესაქმნელად, რითაც კიშინიოვი უკრაინაში ომის გამო მიწოდების შესაძლო შეფერხების კომპენსირებას შეძლებს.

მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, იგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსული გაზის მარაგზე მისი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის.

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა რუსულმა ენერგოგიგანტმა "გაზპრომმა" და მოლდოვამ, რთული მოლაპარაკებების შემდეგ, გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმებას 2026 წლამდე მოაწერეს ხელი.

"სესხი დააფინანსებს მოლდოვაში დაგეგმილი 2022 წლის გაზის იმპორტის მეხუთედს, რომელიც შესაძლოა შეჩერდეს უკრაინაში ომის შედეგად", - ნათქვამია EBRD-ის განცხადებაში.

პრეზიდენტ მაია სანდუს პროდასავლური მთავრობისთვის განკუთვნილი სესხი ორი ნაწილისგან შედგება - 200 მილიონი ევრო გათვალისწინებულია ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხების თავიდან ასაცილებლად და კიდევ 100 მილიონი ევრო უკრაინაში ან რუმინეთში სტრატეგიული რეზერვის შესაქმნელად.

EBRD-ი მოლდოვის რესპუბლიკის მსხვილი ინვესტორია და დღემდე ქვეყანაში 1,5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული სულ მცირე 154 პროექტში.

XS
SM
MD
LG