Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დარტყმა მიაყენა საწვრთნელ ცენტრებს უკრაინის სამ რეგიონში, უფრო ადრე - კიევის საცხოვრებელ უბანს


სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს უკრაინის დედაქალაქში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსში. კიევი. 2022 წლის 26 ივნისი
სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს უკრაინის დედაქალაქში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ კორპუსში. კიევი. 2022 წლის 26 ივნისი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით სააგენტო Reurets-ი იტყობინება, რომ რუსეთმა „მაღალი სიზუსტის“ იარაღი გამოიყენა და დარტყმა მიაყენა უკრაინის არმიის საწვრთნელ ცენტრებს ჩერნიგოვში, ჟიტომირსა და ლვოვში.

26 ივნისის დილით რუსეთის არმიამ რაკეტები დაუშინა უკრაინის დედაქალაქ კიევის საცხოვრებელ არეალს, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი და საბავშვო ბაღი. შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს თანახმად, არის ერთი დაღუპული, არიან დაშავებულები, სულ მცირე ხუთი ადამიანი, ნანგრევებში მოყოლილია ხალხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG