აშშ უკრაინას მიაწვდის NASAMS-ის ტიპის ორ სარაკეტო სისტემას, დამატებით ოთხ არტილერიის საწინააღმდეგო რადარს და 150 000-მდე 155 მმ საარტილერიო ვაზნას, როგორც უკრაინისთვის იარაღით დახმარების ბოლო პაკეტის ნაწილს, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.
ამის შესახებ პენტაგონმა 1 ივლისს განაცხადა. დაახლოებით 820 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი ფართოდ გამოცხადდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მადრიდში 30 ივნისს, ნატოს ლიდერების შეკრების შემდეგ.
პენტაგონმა დამატებითი დეტალები გაავრცელა 1 ივლისს, როცა ოფიციალურად განაცხადა, რომ უსაფრთხოების სფეროში დახმარების უახლესი რაუნდი ასევე მოიცავდა დამატებით საბრძოლო მასალას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო-ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS).
უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების ახალი წყება ემსახურება კიევის გაძლიერებას რუსული არტილერიის წინააღმდეგ. შორ მანძილზე უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმები რუსეთმა გააძლიერა მას მერე, რაც მისმა ჯარმა წარმატებას მიაღწია ბრძოლის ველზე აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც განახორციელა უწყვეტი იერიშები, რითაც ცდილობს კიევს დაათმობინოს ორი სეპარატისტული რეგიონი. დახმარების ბოლო რაუნდების ჩათვლით, აშშ-მა უკრაინას გამოუყო დაახლოებით 6,9 მილიარდი დოლარი მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ თებერვლის 24 რიცხვში და სრულმასშტაბიანი ომი გაჩაღდა.
დაწერეთ კომენტარი