Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლისიჩანსკში განადგურებულია ყველა ადმინისტრაციული შენობა


„რუსი სამხედროები ლისიჩანსკის მახლობლად მაგრდებიან, ქალაქი ცეცხლშია“, - განაცხადა ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ.

მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები „მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან, მაგრამ ჯიუტად მიიწევენ წინ“.

„ისინი მაგრდებიან როგორც ქალაქში, ასევე ვერნეკამენკაში და განაგრძობენ დასახლებული პუნქტების განადგურებას“, – განაცხადა გაიდაიმ.

„ოკუპანტებმა მთელი ძალები გადაისროლეს ლისიჩანსკზე. შეუტიეს ქალაქს გაუგებარი, სასტიკი ტაქტიკით. ასე რომ, თუ სევეროდონეცკში, ერთთვიანი ქუჩის ბრძოლების შემდეგ გადარჩენილი იყო სახლებისა და ადმინისტრაციული შენობების ნაწილი, ლისიჩანსკში, ბევრად მოკლე დროში, ყველა ადმინისტრაციული შენობა მიწასთანაა გასწორებული“, - დასძინა გაიდაიმ.

ერთი დღით ადრე, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ლუგანსკელმა სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ მათ „დაიკავეს ბოლო სტრატეგიული სიმაღლეები და ლისიჩანსკი მთლიანად მოაქციეს ალყაში“.

„ლისიჩანსკში უკრაინული პოზიციები ინტენსიურად იბომბება რუსეთის არტილერიის მიერ, თუმცა იმის მტკიცება, რომ ალყა შეიკრა, სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადეს პასუხად უკრაინის ოფიციალურმა პირებმა.

XS
SM
MD
LG