Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის უნივერსიტეტში სტუდენტები ისწავლიან "წინააღმდეგობის გაწევას ფერადი რევოლუციებისთვის"


მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი შენობა (საილუსტრაციო ფოტო)

მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ) პოლიტოლოგიის ფაკულტეტმა დაიწყო სტუდენტების მიღება სამაგისტრო პროგრამაზე "თანამედროვე საინფორმაციო, ჰიბრიდული, სავაჭრო ომებისა და ფერადი რევოლუციების ტექნოლოგიებისთვის წინააღმდეგობის გაწევის" სფეროში. ეს გამოცხადებულია ფაკულტეტის ვებსაიტზე, პროგრამაზე სწავლა ფასიანი იქნება.

როგორც აღწერაში წერია, პროგრამის მიზანია იმგვარი სპეციალისტების მომზადების უზრუნველყოფა, რომლებსაც ექნებათ უნარი, "დაგეგმონ და განახორციელონ ოპერაციები საინფორმაციო, ჰიბრიდული ომებისთვის და ჰიბრიდული ტიპის ფერადი რევოლუციებისთვის" წინააღმდეგობის გასაწევად. სასწავლო გეგმაში სავალდებულო საგნებად დასახელებულია "ექსტრემალური ვითარებების ფსიქოლოგია", "პოლიტიკაში ეფექტიანი კომუნიკაციის ნეიროლინგვისტური პროგრამირება და სხვა ტექნიკები", "რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში საინფორმაციო ოპერაციათა უახლესი პრაქტიკა", "ფერადი რევოლუციების თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის წინააღმდეგობის გაწევის თავისებურებები", "საგანგებო საომარი და საპოლიციო ოპერაციების ანალიტიკური თანხლება", ასევე "სპეცპროპაგანდა და ფეიკებთან ბრძოლა საგანგებო საომარი და საპოლიციო ოპერაციების პირობებში". აღწერაში განსაზღვრული არ არის ცნებები "ფერადი რევოლუცია" და "ჰიბრიდული ომი".

პროგრამის კურატორად დაინიშნა პოლიტოლოგი ანდრეი მანოილო, რომელიც ავტორია დისერტაციისა თემაზე "კულტურულ-ცივილიზაციური მოდელებისა და საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ზემოქმედების ტექნოლოგიების როლი საერთაშორისო კონფლიქტების გადაჭრაში" და მონოგრაფიისა სათაურით "საინფორმაციო ომი, როგორც საგარეო აგრესიის და ტერიტორიული ექსპანსიის ინსტრუმენტი: სახელმძღვანელო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG