Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA-ის ყოფილი თანამშრომელი Wikileaks-ის მიერ გავრცელებული მასალების გამო დამნაშავედ ცნეს


აშშ-ში გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს (CIA) ყოფილი თანამშრომელი, საიდუმლო დოკუმენტების ვებპორტალ Wikileaks-სთვის გადაცემის გამო.

აშშ-ის ნიუ-იორკის შტატის ნაფიც მსაჯულთა ჟიურიმ, 33 წლის მოქალაქე დამნაშავედ ცნო ბრალდების ყველა პუნქტში. მას ემუქრება 80-წლამდე პატიმრობა.

Wikileaks-მა 2017 წელს საიდუმლო დოკუმენტების ათასობით გვერდი გამოაქვეყნა სოფტვერის პროგრამის შესახებ, რომელსაც CIA აშშ-ის გარეთ ეჭვმიტანილების მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერების სათვალთვალოდ იყენებდა. ბრალდებული 2016 წლამდე მუშაობდა საიდუმლო სამსახურში სოფტვერის ინჟინრად.

WikiLeaks-ი 2006 წელს ჯულიან ასანჟის მიერ დაარსებული პლატფორმაა, რომელზეც ანონიმურად ქვეყნდებოდა საიდუმლო, საზოგადოებისთვის მიუწვდომელი დოკუმენტები.

2010 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე ამ ორგანიზაციის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ასიათასობით გასაიდუმლოებული დოკუმენტი: აშშ-ის დიპლომატებს შორის კერძო საუბრები და მსოფლიოს ლიდერებისა თუ პროცესების შესახებ მათი გულწრფელი შეხედულებები, ინფორმაცია სამხედრო ოპერაციებზე ავღანეთსა და ერაყში.

XS
SM
MD
LG