Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: სოსო გოგაშვილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, სოსო გოგაშვილს სახის არესა და კიდურებზე დაზიანებები აღენიშნება. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი კლიენტის სამედიცინო შემოწმებაზე გადაყვანა გუშინ ვერ მოხერხდა, თუმცა ექსპერტიზა შეიძლება დღეს ჩაუტარდეს.

„სახის არეში საგრძნობლად შეიმჩნევა, რომ ლოყა აქვს შეშუპებული. ასევე, კიდურებზე აქვს დაზიანებები და ფეხებზე აღენიშნება დაზიანებები, სისხლნაჟღენთების სახით. ფიზიკურად მოხდა დაზიანების ორჯერ მიყენება. ერთხელ სახის არეში, ხოლო მეორედ წელის არეში, ფეხის დარტყმით მოხდა მასზე დაზიანების მიყენება“ - განცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.

სოსო გოგაშვილი მის სახლში 16 ივლისის დილას დააკავეს. ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ შედიან ნიღბიანი სამართალდამცავები გოგაშვილის სახლში, მისმა ცოლმა გადაიღო. ვიდეომასალაში ჩანს, რომ ეს ნიღბიანი სამართალდამცავები გოგაშვილს ფიზიკურად შენობაში შესვლის პირველსავე წამებში აკავებენ. სუს-მა განაცხადა, რომ ყოფილი ხელმძღვანელის დაკავება "ჩხრეკის შედეგად გარდაუვალი გახდა".

XS
SM
MD
LG