28 ივლისს მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის წინადადებას უკრაინაში მიმდინარე საომარი მდგომარეობის გამო 2022 წლის 28 აგვისტოდან საგანგებო მდგომარეობის კიდევ 60 დღით გახანგრძლივების შესახებ.
გადაწყვეტილება მიიღეს მმართველი "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ ( PAS) 54 დეპუტატის ხმით. კენჭისყრის დროს პარლამენტის დარბაზში არ იმყოფებოდნენ ოპოზიციური კომუნისტებისა და სოციალისტების ბლოკის წევრები, ხოლო პარტია „შორის“ დეპუტაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა პარლამენტის სხდომა.
"კვლავ არსებობს ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხების რისკი (...). მეც ასევე მინდა, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, მშვიდობას, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დროისათვის ჩვენს ხელთ არსებული ანალიზით შეუძლებელია ომის დასრულების პროგნოზირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ პარლამენტის სხდომაზე.
საგანგებო მდგომარეობა მოლოდვაში დაწესდა 27 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ და მოგვიანებით გაგრძელდა. საგანგებო მდგომარეობის შემოღებით, პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ნაწილს გადასცემს საგანგებო სიტუაციების კომისიას, რომელსაც მოლდოვის მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ირწმუნება, რომ საგანგებო მდგომარეობა მას სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევს, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს წარმოადგენს საბაბს, რომ მთავრობამ გაასაიდუმლოოს სადავო გადაწყვეტილებები და თავიდან აირიდოს საპარლამენტო დებატები.
მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში 7 ოქტომბრამდე გააგრძელა საგანგებო მდგომარეობა

ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი