Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ იცის, ვინ მოკლა 20 წლის ბიჭი ცხვარიჭამიაში - ახლა მას ეძებენ


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცის იმ ადამიანის ვინაობა, ვინც 20 წლის, ახალგაზრდა კაცი გუშინ ცხვარიჭამიაში მოკლა. როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად.

გამოძიება ერთდროულად მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით - განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის კვალიფიკაციით.

ამავე საქმეზე გვიან ღამით დააკავეს შვიდი ადამიანი. მათ გამოძიება ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებულები არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ, მკვლელობის დღეს, დაბადების დღის წვეულებაზე იყვენენ.

მუხლი, რომლითაც სავარაუდო დამნაშავეს დააკავებენ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლია - განზრახ მკვლელობისთვის 10-დან 15 წლამდე პატიმრობაა სასჯელი.

XS
SM
MD
LG