საქართველს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვდნენ. მათ მედლები მიენიჭათ სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ.
29 ივლისს გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ: ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია და მფრინავი ანდრო ქუჯოშვილი; ეკიპაჟის წევრები: დიმიტრი ქააძე და ლევან ჩოხელი; მაშველები: გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა; ექიმები: ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი.
29 ივლისს გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.