Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკვე მეშინია ვთქვა, როდის დასრულდება რეაბილიტაცია - კალაძე მეტროს სადგურის რეკონსტრუქციაზე


კახა კალაძე
კახა კალაძე

"უკვე მეშინია დრო ვთქვა, თუ როდის დამთავრდება, იმდენჯერ მოხდა ვადის გადაწევა", - თქვა ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეტრო სადგურ "გოცირიძის" გახსნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მისი თქმით, პირველად, როდესაც სამუშაოები დაიწყო, პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მშენებლობის პროცესში გამოიკვეთა ბაქანი, რომელიც რეკონსტრუქციას არ ექვემდებარებოდა და საჭირო იყო ახალი პროექტი განხორციელებულიყო მთლიანად.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა. არავის არ ჰქონდა იმის სურვილი, რომ რაღაც გაერისკა, იმიტომ, რომ აქ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი და შესაბამისად, ახალი პროექტი განვახორციელეთ, რამაც ძალიან დიდი დრო წაიღო.

ამის შემდეგ კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს სამუშაოებს. დაახლოებით, 15 აგვისტოსთვის უნდა მორჩენილიყო სამუშაოები, თუმცა კომპანიამ მოითხოვა რამდენიმე კვირით ვადის გადაწევა და ჩვენ დავთანხმდით ამას, იმიტომ, რომ, ფაქტობრივად, ყველაფერი ბოლოშია გასული და ძალიან მალე უნდა დამთავრდეს", - განაცხადა კალაძემ.

2020 წლის ზაფხულში მეტროს სადგური "გოცირიძე" მხოლოდ რამდენიმე თვით დაიკეტა, თუმცა მისი გახსნა სულ მცირე, ორი წლით გადაიდო.

XS
SM
MD
LG