აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაგმო ტაივანის მახლობლად ჩინეთის მიერ საბრძოლო სროლის თანხლებით დაწყებული სამხედრო მანევრები, რომელსაც " მნიშვნელოვანი ესკალაცია" უწოდა.
ბლინკენის თქმით "გამართლება არ აქვს" ამ წვრთნებს, რომელიც ჩინეთმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანის თვითმმართველ კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდ წამოიწყო.
პეკინი, რომელიც ტაივანს განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას, აშშ-ს ოფიციალური პირების კონტაქტებს ტაიპეისთან აფასებს, როგორც კუნძულის მრავალწლიანი დე-ფაქტო დამოუკიდებლობის მხარადჭერის მცდელობას. აშშ-ს ოფიციალურმა პირები ამ პრეტენზიას უარყოფენ.
ენტონი ბლინკინმა ხაზი გაუსვა, რომ ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ "ერთი ჩინეთის" პრინციპთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციაში არაფერი შეცვლილა.
"მე ნამდვილად იმედი მაქვს, რომ პეკინი არ წარმოქმნის კრიზისს და არ ეძებს საბაბს აგრესიული სამხედრო ქმედების გასაფართოებლად", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კამბოჯის დედაქალაქ პომპენში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზრიის საგარეო საქმეთა მინისტებთან შეხვედრის შემდეგ.
ჩინეთმა, რომელიც მასშტაბურ წვრთნებს პელოსის ვიზიტზე "აუცილებელ" პასუხად მიიჩნევს, მანევრების დროს ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა და ტაივანის გარშემო საბრძოლო თვითმფრინავები და ხომალდები განათავსა.