Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალაში შევიდა ისრაელსა და დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადს" შორის სამშვიდობო შეთანხმება


პალესტინელთა მხრიდან ისრაელის მიმართულებით გატყორცნილი რაკეტების კვალი. 5 აგვისტო, 2022 წელი
პალესტინელთა მხრიდან ისრაელის მიმართულებით გატყორცნილი რაკეტების კვალი. 5 აგვისტო, 2022 წელი

ეგვიპტის შუამავლობით, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულმა შეთანხმებამ, რომელიც ძალაში ადგილობრივი დროით წუხელ 23:30-ზე შევიდა, დაასრულა ისრაელსა და ღაზის სექტორში მოქმედ ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამურ ჯიჰადს" შორის უკანასკნელი ესკალაცია.

ისრაელმა ღაზის სექტორში განთავსებული ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტების დაბომბვა სამი დღის წინ დაიწყო. ოფიციალური პალესტინის განცხადებით, კონფლიქტს 44 ადამიანის, მათ შორის, 15 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ სპიკერის განცხადებით, შეთანხმების ნაწილია ეგვიპტის მხარის ვალდებულება, იმუშაოს მათი ორგანიზაციის პოლიტიკური ფრთის ორი დატყვევებული წევრის გასათავისუფლებლად, რომლებიც ამჟამად ისრაელის ციხეში იმყოფებიან.

თავის მხრივ, ისრაელის პრემიერის განცხადებით, ღაზის სექტორში ოპერაციის მიზნები მიღწეულია და მის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს.

ღაზის სექტორში მიმდინარე გამწვავება ყველაზე სერიოზულია 2021 წლის მაისის შემდეგ. მაშინ ორმხრივი დაბომბვა 11 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

არაბულ-ისრაელური დაპირისპირების გამწვავება ორშაბათიდან დაიწყო, როცა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე დააპატიმრეს "ისლამური ჯიჰადის" ერთ-ერთი ლიდერი ბასამ ალ-საადი. მისი დაკავებისას, პალესტინისა და ისრაელის პოლიციებს შორის შეტაკება მოხდა, დაიღუპა არაბი მოზარდი.

"ისლამურმა ჯიჰადმა" განაცხადა, რომ თავისი ლიდერის დაკავებას უპასუხოდ არ დატოვებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG