Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაბლუსში ისრაელმა მოკლა "ალ-აქსას წამებულთა ბრიგადების" მეთაური


ისრაელის არმიის მიერ 24 ივლისს ნაბლუსში მოკლული პალესტინელის დასაფლავება
ისრაელის არმიის მიერ 24 ივლისს ნაბლუსში მოკლული პალესტინელის დასაფლავება

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან ორ დღეში, ისრაელის არმიამ პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიაზე, ნაბლუსში მოკლა პალესტინელების შეიარაღებული გაერთიანების მაღალი რანგის მეთაური.

Reuters-ის ცნობით, რომელიც თვითმხილველებისა და ისრაელის არმიის მონაცემებს ეყრდნობა, ისრაელის მიერ ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ნაბლუსში სროლის დროს მოკლულ იქნა ორი შეიარაღებული პირი.

ამავე ცნობით, ისრაელის ჯარმა ალყა შემოარტყა „ალ-აქსას წამებულთა ბრიგადების“ მეთაურის სახლს. იბრაჰიმ ალ-ნაბლუსი ისრაელს ძებნილთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. ცნობით, მას სამხედროები მოუწოდებდენ დანებებულიყო, რაზეც უარი მიიღეს. ისრაელის არმიამ გამოიყენა იარაღი, მათ შორის ხელით სატყორცნი რაკეტები. პალესტინის ჯანდაცვის სამსახურის თანახმად, მოკლულია ორი პირი, 40-მდეა დაჭრილი ორმხრივი სროლის შედეგად, რომელიც დაიწყო შეტევის დროს. ისრაელის მხარეს დაშავებულებზე ცნობაში არაფერია ნათქვამი.

გასულ კვირაში ისრაელმა მოკლა „ისლამური ჯიჰადის“ ორი მეთაური, რასაც ღაზის სექტორში შეტაკებები მოჰყვა ისრაელსა და ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლთა შორის. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში "ისლამური ჯიჰადის" ჯგუფის წინააღმდეგ ოპერაცია "გარიჟრაჟი" 5 აგვისტოს დაიწყო. მედიის ცნობით, ღაზიდან ისრაელის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული რაკეტა გაუშვეს. დაშავდა 30-მდე ებრაელი.

ეგვიპტის შუამავლობით, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულმა შეთანხმებამ, რომელიც ძალაში 7 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 23:30-ზე შევიდა, დაასრულა ისრაელსა და ღაზის სექტორში მოქმედ ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამურ ჯიჰადს" შორის ესკალაცია. ოფიციალური პალესტინის განცხადებით, კონფლიქტს 44 ადამიანის, მათ შორის, 15 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG