Accessibility links

site logo site logo

რუსეთის თქმით, კალინინგრადში ჰიპერბგერითი რაკეტებით აღჭურვილი სამი საბრძოლო თვითმფრინავი განათავსა


MiG-31E , რომლებიც აღჭურვილია ჰიპერბგერითი, "კინჟალის" ტიპის რაკეტებით

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის უკიდურეს დასავლეთში, ევროკავშირის საზღვრისპირა ექსკლავში, კალინინგრადის ოლქში, განათავსა სამი საბრძოლო თვითმფრინავი MiG-31E , რომლებიც აღჭურვილია ჰიპერბგერითი, "კინჟალის" ტიპის რაკეტებით.

რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილმა საინფორმაციო სააგენტო RIA-მ 18 აგვისტოს სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თვითმფრინავი დღე-ღამის განმავლობაში განახორციელებს მორიგეობას.

რუსეთი დიდი ხანია ტრაბახობს "კინჟალის" არსენალით, რომელთა მოქმედების მანძილი 2000 კილომეტრამდე აღწევს და ხმის სიჩქარეზე 10-ჯერ სწრაფად ფრინავს.

კალინინგრადი, რუსეთის რეგიონი, რომელიც ნატოს წევრებს, პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს, ცხელი წერტილი გახდა ივნისში მას შემდეგ, რაც ვილნიუსმა შემოიღო შეზღუდვები ექსკლავში რუსული საქონლის ტრანსპორტირებაზე მისი ტერიტორიის გავლით და განაცხადა, რომ ის ახორციელებს სანქციებს, რომლებიც ევროპის კავშირმა დააწესა 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

მანამდე, 18 აგვისტოს, ფინეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ორმა რუსულმა თვითმფრინავმა, MiG-31-ებმა, მისი საჰაერო სივრცე დაარღვიეს პორვოოსთან, ფინეთის ყურეში, რუსეთიდან 150 კილომეტრში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG