რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ნოემბერში G20-ის სამიტზე ჩავლენ, რომელიც კუნძულ ბალიზე გაიმართება. ამის შესახებ ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა.
ინდონეზია წელს დიდი ოცეულის თავმჯდომარე ქვეყანაა. მას დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ მოუწოდეს, გაეუქმებინა ვლადიმირ პუტინის სამიტზე მიწვევა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო.
G20-ის სამიტი პირველი გლობალური ღონისძიება იქნება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, რომელსაც პუტინი დაესწრება, ასევე - პირველი მაღალი რანგის ვიზიტი ჩინეთის პრეზიდენტისთვის ტაივანში დაძაბულობის ზრდის ფონზე.
აღსანიშნია, რომ სი ძინპინს ჩინეთი 2020 წლის შემდეგ არ დაუტოვებია, როდესაც ქვეყანამ საკუთარი საზღვრები COVID-19-ის პანდემიის გამო ჩაკეტა.