Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: პუტინმა ლუკაშენკას დაბადების დღე მიულოცა და უკრაინაზე ელაპარაკა


ფოტო არქივიდან: ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტები ლუკაშენკა და პუტინი კრემლში შეხვედრისას. 2018 წლის 29 დეკემბერი
ფოტო არქივიდან: ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტები ლუკაშენკა და პუტინი კრემლში შეხვედრისას. 2018 წლის 29 დეკემბერი

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დაბადების დღეს მიულოცა ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკას. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. ბელარუსის ავტორიტარ მმართველს დღეს, 30 აგვისტოს 68 წელი შეუსრულდა.

კრემლის თანახმად, სატელეფონო საუბრისას პუტინის „თბილი მილოცვის“ გარდა, მან და ლუკაშენკამ განიხილეს „ორმხრივი დღის წესრიგის ზოგიერთი აქტუალური თემა და სიტუაცია უკრაინაში“.

რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ტერიტორიასაც იყენებს. რუსეთის მსგავსად, ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგაც ამოქმედებულია ევროკავშირის და აშშ-ის სანქციები.

XS
SM
MD
LG