Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი: რუსეთი ალბათ ვერ შეძლებს ჯარის რაოდენობის გაზრდას


თანამგზავრიდან გადაღებული, "პენტაგონის"ფოტოსურათი, რომელიც "როსკოსმოსმა" გამოაქვეყნა. 2022 წელი
თანამგზავრიდან გადაღებული, "პენტაგონის"ფოტოსურათი, რომელიც "როსკოსმოსმა" გამოაქვეყნა. 2022 წელი

რუსეთის ხელისუფლებას დიდი სირთულეები აქვს გაზარდოს არმიის რაოდენობა, რომელმაც ათიათასობით ჯარისკაცი დაკარგა უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ვლადიმერ პუტინის ბრძანება ჯარისკაცების რაოდენობის მილიონ 150 ათასამდე გაზრდის შესახებ, სავარაუდოდ, ჩავარდება, განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არ ვრცელდება.

„ეს მცდელობა ალბათ ვერ იქნება წარმატებული, რადგან წარსულში რუსეთმა ვერ მიაღწია არმიის დაგეგმილ რიცხვს და სიძლიერეს... ფაქტობრივად, უკრაინაში შეჭრამდე, არმია არ იყო სრულად დაკომპლექტებული შესაძლოა, 150,000 ჯარისკაცით ”, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ახლად დაქირავებული სამხედრო მოსამსახურეებიდან ბევრი ასაკოვანია, ფიზიკურად მოუმზადებელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის და ცუდად გაწვრთნილი.

ეს და სხვა ფაქტები პენტაგონის ანალიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ სამხედრო პერსონალის რაოდენობის გაზრდის მცდელობა არ მოიტანს რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის ზრდას.

აგვისტოს დასაწყისში აშშ-ს თავდაცვის მინისტრის მოადგილის, კოლინ კოლის შეფასებით, რუსეთის დანაკარგები უკრაინაში ბრძოლის ველზე მოკლულებისა და დაჭრილების სახით 70 000-დან 80 000-მდეა.

შეკითხვაზე უკრაინის არმიის მიერ ხერსონის რეგიონში, 29 აგვისტოს შეტევის დაწყების გარშემო, პენტაგონის წარმომადგენელმა არ ისურვა უკრაინის არმიის ქმედებების კონტრშეტევად დახასიათება და თქვა, რომ სიტუაცია გაირკვევა 24-36 საათის განმავლობაში. თუმცა, მან აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკრაინის სარდლობამ ამ რეგიონში დამატებითი ძალები გადაისროლა.

XS
SM
MD
LG