Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქცირებული გემის ან ტვირთის საქართველოში შემოსვლას ეკონომიკის სამინისტრო უარყოფს

გურამ გურამიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
გურამ გურამიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უარყოფს საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული გემის ან ტვირთის შემოსვლას. ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი გამოეხმაურა მედიით მანამდე გავრცელებულ, სავარაუდო ინფორმაციას, ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთის მქონე გემის შემოსვლასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, მედიით გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია აზიანებს საქართველოს რეპუტაციას. ამასთან საზღაო ტრანსპორტის სააგენტოზე დაწყრობით, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა, აცხადებს, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემი ან ტვირთი არ შემოსულა.

რაც შეეხება გემ „ატაკამას“- თან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, გურამ გურამიშვილი განმარტავს, რომ „სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი გემი ATACAMA (IMO # 9248801, მოსვლის ნავსადგური ტუაფსე, რუსეთი), 29 აგვისტოს დადგა ბათუმის აკვატორიის საღუზე რაიონში და არა ნავმისადგომთან“. გემის საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება იყო, „რაც განხორციელდა 30 აგვისტოს, საღუზე წერტილში მცურავი საშუალების გამოყენებით“.

„რაც შეეხება ტვირთს, გემს სატვირთო ოპერაციებზე განაცხადი არ გაუკეთებია და შესაბამისად, არ განუხორციელებია სატვირთო ოპერაციები. სკრინინგის შედეგებზე დაყრდნობით, ცალსახად ვაცხადებთ, რომ რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი. გემი „ატაკამა“ ან მისი მფლობელი არ იძებნება სანქცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში. მიმდინარე მონაცემებით, გემი მოიხსნა საღუზე წერტილიდან და ტოვებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

მისი განმარტებით ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი, 2022 წლის 5 დეკემბრიდან კრძალას რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტს ევროკავშირში, ხოლო მსუბუქ ნავთობპროდუქტების იმპორტს 2023 წლის 5 თებერვლიდან. მილსადენით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას, რაც ნავთობპროდუქტების ალტერნატიული ტრანსპორტირების სახეა.

საქართველოში, სავარაუდოდ, რუსული სანქცირებული ტვირთით დატვირთული გემის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა.

სავარაუდოდმ სანქცირებული ტვირთის მქონე გემის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შესახებ ინფორმაცია, პირველად არ ვრცელდება.

27 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მედიასთან კომენტარში დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში შევიდა გემი, რომლის ტვირთიც სანქცირებულ კომპანიას ეკუთვნოდა, თუმცა საქართველოს საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ.

29 ივლისს, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება სანქცირებული ტვირთის საკითხს. ამასთან დასძინა, რომ მსგავს აქტივობებს აკვირდებიან.

XS
SM
MD
LG