ალექსანდრე წივწივაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია.
ქართველმა ნიჩბოსანმა უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, 18-წლამდელთა შორის, ხუთას მეტრზე გაცურვაში გაიმარჯვა. დასაწყისისთვის, ნახევარი დისტანციის გავლის შემდეგ, მესამე ადგილზე იყო და ორ უმთავრეს კონკურენტს - ესპანელ და მოლდოველ ნიჩბოსნებს მთელი კორპუსით ჩამორჩებოდა.
ამ ასაკობრივ ჯგუფში ალექსანდრე წივწივაძემ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად შარშან მოიპოვა, პორტუგალიაში, ასევე ნახევარკილომეტრიან დისტანციაზე. 2021 წელს ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი გახდა. წელს კი ტიტულიც შეინარჩუნა და ევროპირველობაზე მეორე ოქროს მედალიც მოიპოვა ათასმეტრიან დისტანციაზე.
დაწერეთ კომენტარი