Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ არ ემხრობა ევროკავშირის გეგმას რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თაობაზე


ჯონ კირბი
ჯონ კირბი

აშშ არ ემხრობა ევროკავშირის გეგმას რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ. ამის თაობაზე ტელეარხ „დოჟდს“ ესაუბრა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინატორი ჯონ კირბი.

მრჩევლის თქმით, ვაშინგტონმა შეზღუდვები შემოიღო რუსეთის ცალკეული მოქალაქეების წინააღმდეგ და ეს ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, პასუხი აგონ რუსეთის პრეზიდენტის მომხრეებმა, რომლებიც უკრაინასთან ომში არიან ჩართული. „მაგრამ ჩვენ პროდუქტიულ ზომად არ მიგვაჩნია, რომ პუტინის ქმედებებისთვის რუსეთის ყველა მოქალაქეს ვაგებინოთ პასუხი,“ თქვა კირბიმ და აღნიშნა, რომ ვიზების საკითხი არ უნდა ვაქციოთ ომად რუსეთის მთელი ხალხის წინააღმდეგ.

ომის დასრულების ვადებზე საუბრისას კირბიმ თქვა, რომ საბრძოლო მოქმედებები შეიძლება ნებისმიერ დღეს შეწყდეს, როგორც კი რუსეთი გადაწყვეტს, ჯარები გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან. ამასთან, მრჩევლის თქმით, ვაშინგტონი ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ ვლადიმირ პუტინი ასე მოიქცევა. ამიტომ აშშ გააგრძელებს უკრაინის არმიის დახმარებას მანამდე, სანამ ეს საჭირო იქნება.

XS
SM
MD
LG