Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში ადასტურებენ უკრაინის არმიის კონტრშეტევას


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის სამხედროები ხარკოვის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის არმიის სამხედროები ხარკოვის ოლქში

უკრაინის ხარკოვის ოლქის იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, უკრაინის არმიის კონტრშეტევას ადასტურებენ.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ დღეს, 8 სექტემბერს ავრცელებს ხარკოვის პრორუსული, ე.წ. სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი განჩევის განცხადებას, რომ უკრაინელი სამხედროების სარაკეტო დარტყმების გამო, იძულებული არიან ქალების და ბავშვების ევაკუაცია განახორციელონ იზიუმის და კუპიანსკის რაიონებიდან. განჩევის თანახმად, მუდმივი ცეცხლის ქვეშ არიან ქალაქები იზიუმი და ბალაკლეა.

ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაზე წარმატებული კონტრშეტევა დაიწყეს, 6 სექტემბრიდან ვრცელდება, თუმცა, ოფიციალურად დადასტურებული არ არის არც გენერალური შტაბის და არც თავდაცვის სამინისტროს მიერ.

7 სექტემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონიდან კარგი ამბები აქვთ, თუმცა, ჯერჯერობით არ დაასახელებენ იმ დასახლებულ პუნქტებს, სადაც უკრაინის დროშა ბრუნდება.

XS
SM
MD
LG