Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის შეხვედრაზე განთავისუფლებული დასახლებების უსაფრთხოებაზე იმსჯელეს


უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. 9 სექტემბერი, 2022 წელი.
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. 9 სექტემბერი, 2022 წელი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გამართა უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილებები განთავისუფლებულ ქალაქებსა და სოფლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ.

ზელენსკის ვებგვერდი იტყობინება, რომ „პირველ რიგში, შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ოპერატიული ჯგუფების მეთაურთა ანგარიშები უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით თავდაცვის ძალების აქტიური ქმედებების შესახებ.

შედეგების მიხედვით მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილებები კერძოდ, "გათავისუფლებულ დასახლებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-5 შეხვედრის შედეგებს „რამშტაინის“ ფორმატში, რომელიც წინა დღეს დასრულდა. ფრონტზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „უკრაინის პარტნიორებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა აქტუალობას იძენს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს უკრაინის არმიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სიტუაცია და დაადგინეს უკრაინის თავდაცვის ძალების გადაუდებელი საჭიროებები.

შტაბის სხდომას ესწრებოდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, მათი მოადგილეები, ასევე შეიარაღებული ძალების და უშიშროების სამსახურების სხვა მაღალი რანგის სარდლები და მეთაურები.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 სექტემბერს, საღამოს, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის დამცველებმა ხარკოვის ოლქში აიღეს 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.

პრეზიდენტი გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინელებს სთხოვს, უკრაინის ძალების წარმომადგენლებს მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, უკრაინის ტერიტორიაზე „ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ“.

10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა ბალაკლეიდან და იზიუმიდან უკან დახევა. მანამდე გავრცელდა ცნობა უკრაინის არმიის მიეარ ხარკოვის ოლქის ამ რეგიონების განთავისუფლების შესახებ.

XS
SM
MD
LG