Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეზონური გრიპის ვაქცინაცია რისკჯგუფებისთვის დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი


საილუსტაციო ფოტო
საილუსტაციო ფოტო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა.

ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ:

  • დიაბეტის მქონე პირებს;
  • დიალიზზე მყოფ პირებს;
  • C ჰეპატიტის მქონე პირებს (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირებს;
  • ორგანოგადანერგილ და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირებს;
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებს და მათ მომვლელ პერსონალს;
  • ორსულებს;
  • 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმულ პირებს;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგებს;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებს;
  • მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლებს;
  • ექიმებს;
  • ექიმ-რეზიდენტებს;
  • ექთნებს (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები);
  • საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტებს;
  • ბებიაქალებს;
  • სტომატოლოგებს;
  • სტომატოლოგის ასისტენტებს, სტომატოლოგის ექთნებს;
  • სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ სხვა პერსონალს, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;
  • სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან;
  • ფრინველებთან მომუშავე პერსონალს;
  • მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლებს;
  • მონადირეებს;
  • ვეტერინარებს;
  • ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლებს;
  • ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტს;
  • საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელ სამხედრო მოსამსახურეებს;
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს;
  • საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეებს;
  • სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალს, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალს;
  • პატიმრობის დაწესებულებას;
  • თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას;
  • ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებას.

ამ რისკის ჯგუფების წარმომადგენლებს შეუძლიათ ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს მიმართონ.

ვაქცინაციის ცენტრების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ თავიანთი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უფასო ვაქცინაცია ვრცელდება მხოლოდ ჩამოთვლილი ჯგუფის წარმომადგენლებზე, სხვა მსურველებს კომერციული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, ვაქცინაციისა და კერძო კლინიკების საშუალებით.

XS
SM
MD
LG