Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყირგიზეთი მზადაა სასაზღვრო დავის მოლაპარაკებით გადაჭრისთვის


სადირ ჯაფაროვი, ყირგიზეთის პრეზიდენტი, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სხდომაზე
სადირ ჯაფაროვი, ყირგიზეთის პრეზიდენტი, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სხდომაზე

ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჯაფაროვის თქმით, მზადაა, ტაჯიკეთთან მოლაპარაკება აწარმოოს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება იმისთვის, რათა გადაიჭრას სასაზღვრო დავა, რომელსაც სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა.

ჯაფაროვმა 20 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ყირგიზეთი "დარწმუნებულია, რომ ყველა სასაზღვრო და შიდა საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაიჭრას და ჩვენი მხრიდან არის ამის ნება და მზაობა". ჯაფაროვმა ბოლო კვირაში მომხდარ ძალადობაში აგრესორად ტაჯიკეთი დაასახელა და თქვა, რომ ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რაჰმონმა გადაუხვია ძველ შეთანხმებებს ტერიტორიულ მთლიანობაზე და მეგობრულ სამეზობლო ურთიერთობაზე.

მანამდე, 20 სექტემბერს, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს ვითარების განსხვავებული შეფასებები - ბიშკეკი სიტუაციის "ნორმალიზებაზე" აცხადებდა, დუშანბე კი წერდა, რომ ვითარება "რთული" რჩება.

ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა 19 სექტემბერს პროტოკოლის გაფორმებას ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტების მიერ და გამოთქვა რწმენა, რომ ამ დოკუმენტის "მკაცრად დაცვა შესაძლებელს გახდის მოლაპარაკების პროცესის აღდგენას". როგორც იუწყებიან, პროტოკოლი გზას უხსნის ძალადობის სრულ შეწყვეტას და სამხედროების გაყვანას.

XS
SM
MD
LG