Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა


საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადებით, გენერალურმა ინსპექციამ, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი პირის მიმართ ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. შემოწმება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

განცხადების თანახმად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემდეგ, მომზადდა შესაბამისი დასკვნა, რის საფუძველზეც ასევე ხელშეკრულებით დასაქმებული, შევიწროებაში დადანაშაულებული პირი სამსახურიდან გათავისუფლდა.

„აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ერთეულ შემთხვევას, რომელზეც დაუყოვნებლივ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, რადგან თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მსგავსი ტიპის ბრალდებების საფუძვლიან შესწავლას. სამინისტროს პოლიტიკა შეუწყნარებელია ნებისმიერი და მათ შორის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ. გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა და განმტკიცება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG