Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 700-ზე მეტი პირი დააკავეს მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე


მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ აქტივისტები დააკავა, მოსკოვი, 24 სექტემბერი, 2022
მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ აქტივისტები დააკავა, მოსკოვი, 24 სექტემბერი, 2022

24 სექტემბერს რუსეთში 700-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე, მათგან ნახევარზე მეტი - მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში, იუწყება ორგანიზაცია OVD-Info.

აქციების ორგანიზატორი იყო მოძრაობა "ვესნა", დემონსტრაციათა ადგილი მხოლოდ შაბათს გამოცხადდა.

OVD-Info-ის ცნობით, მოსკოვში დააკავეს 300-ზე მეტი მოქალაქე, სანკტ-პეტერბურგში - 100-ზე მეტი. საკუთრივ აქციებმა დაწყება ვერ მოასწრო, პოლიციამ ხალხის დაპატიმრება დაიწყო აქციების დაწყების საათის დადგომამდე.

OVD-Info იუწყება, რომ მოსკოვში დაკავებულებს შორისაა არასრულწლოვანი შეზღუდული მხედველობით.

თვითმხილველთა თქმით, აქციებზე ნაკლები მოქალაქე გადის, ვიდრე 21 სექტემბერს, როცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მისი ომისთვის ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

"ვესნას" მიერ ორგანიზებული აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მათ შორის ნოვოსიბირსკში, სადაც პოლიციამ 70-მდე პირი დააკავა.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა მოსახლეობის ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინის ომისთვის და ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლის ღია ნაწილშიც არ არის განსაზღვრული პარამეტრები, რომლითაც "ნაწილობრივი" გაწვევა დადგინდება. პირველ ეტაპზე იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა, აცხადებენ, რომ ეს რუსეთის სამობილიზაციო პოტენციალის ერთ პროცენტს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG