Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა სამხედროებმა ისევ მიიტანეს იერიში უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე


ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი. 2022 წლის 6 ოქტომბერი
ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული სახლი. 2022 წლის 6 ოქტომბერი

რუსეთის სამხედრო ძალებმა ისევ მიიტანეს იერიში უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ სტარუხის თანახმად, საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეში დღეს პირველად გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები. სტარუხის წინასწარი ინფორმაციით, ქალაქზე შეტევა განხორციელდა ირანული აპარატებით Shahed-136.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, დანგრეულია ინფრასტრუქტურის ორი ობიექტი. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

6 ოქტომბერს, დილით, ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონზე განხორციელდა სარაკეტო შეტევა. დაიღუპა სულ მცირე 7 ადამიანი.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა ზაპოროჟიეს, დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქები, რომელთა ნაწილს ისევ კიევი აკონტროლებს.

XS
SM
MD
LG