უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია, რომელიც 10 ოქტომბერს დაიღუპა, საქართველოში ჩამოასვენეს. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.
"ჩემი ძმა გმირი იყო და გმირად მიიბარებს წალენჯიხის მიწა", - ამბობს ედიშერ კვარაცხელიას ძმა.
ქართველი მებრძოლი 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის, "КИЇВСЬКА РУСЬ"-ის წევრი იყო. ის ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე იყო.
უკრაინაში რუსეთმა ომი 24 თებერვალს დაიწყო. ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ უკრაინაში 20 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.