პოლონეთის ოპერატორ PERN-ის ტექნიკური სამსახურის ცნობით, სრულიად აღდგა ნავთობსადენ "დრუჟბის" ის მონაკვეთი, რომელზეც ცოტა ხნის წინ გაჟონვა მოხდა. როგორც კომპანია PERN-ი აცხადებს, ნავთობის გადატუმბვა ნავთობსადენის ამ მონაკვეთზე განახლდა.
რუსეთიდან მომავალ ნავთობსადენ „დრუჟბაზე,“ რომელიც რუსეთს აკავშირებს ევროპის ქვეყნებთან, 11 ოქტომბერს მოხდა გაჟონვა. მილსადენის მეორე მილი, რომელიც უნგრეთს, ჩეხეთს და სლოვაკეთს აკავშირებს, ნორმალურად მუშაობდა.
როგორც კომპანია PERN-ი (რომელიც მილსადენს ამუშავებს), იტყობინებდა, დაზიანდა პოლონეთის ქალაქ პლოკიდან 70 კილომეტრში მდებარე მონაკვეთი. წინასწარი დასკვნით, გაჟონვის მიზეზი საბოტაჟი უნდა იყოს. მაგრამ ტექნიკოსებმა მესამე მხარის ჩარევის ნიშნები ვერ აღმოაჩინეს.
- 26 სექტემბრის ღამეს ბალტიის ზღვაში გამავალ Nord Stream–1-სა და Nord Stream–2-ის გაზსადენებში გაჟონვა მოხდა. ევროკავშირის განცხადებით, გაზსადენები განზრახ დააზიანეს. შვედეთის პოლიციამ დაადასტურა ვერსია, რომ აფეთქებების შედეგად გაზსადენებზე მომხდარი გაჟონვა. ამავე დროს, პოლიციამ ხაზი გაუსვა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი.
- „დრუჟბა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, 4000 კილომეტრის სიგრძის ქსელია, რომელიც საბჭოთა კავშირიდან სოციალისტური ბლოკის ქვეყნების ნავთობის მომარაგებისთვის აიგო 1950-იან და 1960-იან წლებში.