Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმონიანი: გამომცემლობები უარს აცხადებენ დაბეჭდონ წიგნი ყდაზე დატანილი ასოთი "Z"


მარგარიტა სიმონიანი, Russia Today-ის მთავარი რედაქტორი
მარგარიტა სიმონიანი, Russia Today-ის მთავარი რედაქტორი

რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის, Russia Today-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი ტელეგრამით წერს, რომ რუსეთის გამომცემლობები უარს აცხადებენ, დაბეჭდონ ლექსების კრებული სათაურით: "რუსული გაზაფხულის პოეზია"("Поэzия русского лета"), რომლის მომზადებაშიც RT-ის ჯგუფი მონაწილეობდა. სიმონიანის ამბობს, რომ გამომცემლობების პროტესტი გამოიწვია წიგნის ყდამ, რომელზეც მსხვილი შრიფტითაა დატანილი ასო Z – უკრაინაში რუსეთის აგრესიის სიმბოლო. სიმონიანის თქმით, გამომცემლობებმა განაცხადეს, რომ ამგვარ ყდიან წიგნს მაღაზიები არ გაიტანენ გასაყიდად.

ლექსების კრებული "Поэzия русского лета" შეადგინეს Russia Today-ის თანამშრომლებმა. მისი პრეზენტაცია 5 ოქტომბერს გაიმართა მოსკოვში. კრებულში, რომელიც ეძღვნება "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" (უკრაინაში რუსეთის აგრესიის ოფიციალური სახელი, რომელსაც რუსეთის მედია იყენებს) შეტანილია 20-ზე მეტი რუსი ავტორის ნაწარმოებები. თავიანთ ლექსებში ავტორები განადიდებენ რუსი მეომრების ვაჟკაცობას "უკრაინელ ნაცისტებთან" ბრძოლაში და "რუსული სამყაროს" დამყარების საქმეში.

წიგნის გაყიდვიდან შესული თანხა უნდა მოხმარებოდა პროექტ "ომის შვილების" წარმომადგენლებს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებს.

XS
SM
MD
LG