Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთი ვადაზე ადრე შეწყვეტს რუსეთის ნავთობპროდუქტების იმპორტს


ესტონეთის მთავრობამ რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტის ვადამდელი აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. აკრძალვა ძალაში შედის 5 დეკემბრიდან, ევროკავშირის მიერ დაწესებული გადამავალი პერიოდის დასრულებამდე, იტყობინება სააგენტო Baltic News Service-ი.

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ურმას რეინსალუმ დააზუსტა, რომ 5 დეკემბრიდან სრულად შეწყდება ესტონეთში რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანზიტი.

ადრე ესტონეთის საგარეო უწყებამ ევროკომისიას რუსეთისთვის ნავთობის და გაზის სფეროში გადაუდებელი და ყოველმხრივი სანქციების დაწესების წინადადება გაუგზავნა.

2022 წლის ივნისში ევროკავშირმა რუსეთს უკრაინაში ომის გამო სანქციების მეექვსე პაკეტი დაუწესა, რომელიც ითვალისწინებს ნავთობის და გარკვეული ნავთობპროდუქტების შესყიდვის, იმპორტის და ტრანზიტის აკრძალვას.

ნავთობზე სანქციები ამოქმედდება დაწესებიდან ექვს თვეში, ხოლო ნავთობპროდუქტებზე - რვა თვეში.

XS
SM
MD
LG