Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში ჩამოვარდა


რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი მოლდოვის ტერიტორიაზე. 2022 წლის 31 ოქტომბერი
რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი მოლდოვის ტერიტორიაზე. 2022 წლის 31 ოქტომბერი

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული ერთ-ერთი რუსული რაკეტა მოლდოვის ტერიტორიაზე, უკრაინასთან საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ ნასლავჩიში ჩამოვარდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების მოლდოვური სამსახური იუწყება ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. მსხვერპლი არ არის.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, დღეს დილით, რუსეთმა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტებზე რამდენიმე ტალღად მიიტანა სარაკეტო იერიში, კერძოდ, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა (Ту-95/Ту-160) კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან და როსტოვის ოლქის ვოლგოდონსკის რაიონიდან ისროლეს 50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა(Х-101/Х-555), საიდანაც 44 გაანადგურეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა.

დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნოვიცკის და სხვა ოლქების ენერგოობიექტებზე. მოლდოვას უკრაინის ჩერნოვიცკის ოლქი ესაზღვრება.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის მასირებული დარტყმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

XS
SM
MD
LG