Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთი იტყობინება ირანის მზადებაზე მის წინააღმდეგ „გარდაუვალი თავდასხმისთვის“


საილუსტრაციო ფოტო: საპროტესტო გამოსვლა თეირანში. 27 ოქტომბერი, 2022
საილუსტრაციო ფოტო: საპროტესტო გამოსვლა თეირანში. 27 ოქტომბერი, 2022

ელ-რიადმა ვაშინგტონს გაუზიარა სადაზვერვო მონაცემები ირანის მხრიდან საუდის არაბეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ „გარდაუვალი თავდასხმის“ შესახებ, რასაც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ჯარების გაძლიერებულ სამხედრო მზადყოფნაში მოყვანა მოჰყვა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებში წყაროებზე დაყრდნობით.

ირანის დაზვერვის სამინისტრო და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და საუდის არაბეთის სადაზვერვო სამსახურებს ბრალს სდებენ აქტივისტ მაჰსა ამინის სიკვდილთან დაკავშირებული საპროტესტო გამოსვლების დაგეგმვასა და რეალიზაციაში. მაჰსა ამინი გარდაიცვალა მას მერე, რაც ის ზნეობის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის არასწორად ტარების ბრალდებით.

საუდის არაბეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით, ირანი თავდასხმებს გეგმავს სამეფოზე, ასევე ქალაქ ირბილზე ერაყის ქურთისტანში, რათა ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებიდან ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს.

აშშ-მა, საუდის არაბეთმა და რეგიონის ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ სამხედრო მზადყოფნის დონე გაზარდეს, იტყობინება The Wall Street Journal-ი.

XS
SM
MD
LG