Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლდანში, ერთ-ერთ კვების ობიექტში, ვირის და ცხენის ხორცი აღმოაჩინეს


პროდუქტის დალუქვის ამსახველი კადრი "ჩებურეკის სახლ #1-ში"
პროდუქტის დალუქვის ამსახველი კადრი "ჩებურეკის სახლ #1-ში"

გლდანში მდებარე ერთ-ერთ კვების ობიექტში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვირის და ცხენის ხორცი აღმოაჩინა. ფარშირებულ პროდუქტზე კვლევა სააგენტომ შემთხვევით შერჩეულ ობიექტებში ჩაატარა.

კომპანია "ლიდერი" - "ჩებურეკის სახლი #1" გლდანის ა მიკრორაიონში, 48-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

"ექიმის საბუთი და ყველაფერი მოაქვთ... ყოველ მოტანაზე მოაქვთ ეს საბუთები... ვეტექიმის ბეჭედი აქვს დარტყმული, ხორცი რომ ვარგისია", - თქვა კვების ობიექტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

საცხობი მუშაობას განაგრძობს, დაწესებულებიდან ამოღებულია პროდუქტი, რომლის შემადგენლობაში ცხენის და ვირის დნმ-ი გამოვლინდა. საქმის მასალები გადაეგზავნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. ახლა ამ უწყებამ უნდა დაადგინოს, როგორ მოხდა ფალსიფიცირებული პროდუქტი კვების ობიექტში.

XS
SM
MD
LG