Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ მელიტოპოლში ძეგლი დაუდგეს საბჭოთა კა-გე-ბეს პოლკოვნიკს, რომელიც ავღანეთის პრემიერ-მინისტრ ამინის მკვლელობაში მონაწილეობდა


ჰაფიზულა ამინი
ჰაფიზულა ამინი

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 19 ნოემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის მელიტოპოლის ცენტრალურ, გორკის პარკში, სსრკ-ის გმირის, პოლკოვნიკ გრიგორი ბოიარინოვის ძეგლი გაიხსნა.

საბჭოთა კა-გე-ბეს პოლკოვნიკი ბოიარინოვი, ავღანეთის პროამერიკელი პრემიერ-მინისტრისა და ავღანეთის რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარის, ჰაფიზულა ამინის რეზიდენციაზე 1979 წელს განხორციელებული შტურმისა და მისი ლიკვიდაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

ოეპრაცია „შტორმი-333“ 179 წლის 37 დეკემბერს, საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს (გრუ) და საბჭოთა არმიის მიერ ერთობლივად განხორციელდა და იგი მიზნად ისახავდა ჰაფიზულა ამინის მოსკოვისადმი ლოიალურად განწყობილი, ბარაკ ქარმალით შეცვლას. შტურმის შედეგად საბჭოთა სპეცრაზმმა მოკლა ამინი და მისი ორი შვილი.

როგორც სააგენტო „ტასი“ იუწყება, ბოიარინოვი დაიბადა სმოლენსკის რეგიონში, მაგრამ მელიტოპოლის მახლობლად მდებარე სოფელ აკიმოვკაში გაიზარდა. ბოიარინოვი 1969 წლიდან ხელმძღვანელობდა ოფიცერთა მომზადების კურსებს, სადაც საბჭოთა კე-გე-ბე-ს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს წვრთნიდნენ. ქაბულში განხორციელებული ოპერაციის შემდეგ პოლკოვნიკ ბოიარინოვს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.

საბჭოთა პრესა ავღანეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობას შესახებ წერდა, რომ ამინი "ხალხის რისხვის მზარდი ტალღის შედეგად წარსდგა სამართლიანი სახალხო სასამართლოს წინაშე და ის სიკვდილით დასაჯეს."

დასავლეთში, ავღანეთის სახელმწიფოს მეთაურის მკვლელობის შეფასდა, როგორც ავღანეთში საბჭოთა ოკუპაციის დაწყების უტყუარი მტკიცებულება.

XS
SM
MD
LG