Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ტოყაევი 81%-ით იმარჯვებს


ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი

ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული წინასწარი, ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 81.31%-ით იმარჯვებს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი.

20 ნოემბერს ჩატარებულ არჩევნებში პრეზიდენტობის კიდევ 5 კანდიდატი მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, მათგან საუკეთესო შედეგის მქონეს, პარტია "აუილის"(სოფელი) კანდიდატ ჟიგული დაირაბაევს 3.42% აქვს. ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 5.8%-მა.

ყაზახეთის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 69% შეადგინა.

XS
SM
MD
LG