Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალპურ ზონასთან ახლოს, ხანძარია


ხანძარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მთებში
ხანძარი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მთებში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მთებში, ალპურ ზონასთან ახლოს, ხანძარია.

ადგილობრივებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ცეცხლის სულ მცირე ერთი კერაა და დაკვამლიანება შეინიშნება. უცნობია, ხანძარი რა ფართობს მოიცავს. მათი თქმით, შესაბამის სამსახურს ცოტა ხნის წინ დაუკავშირდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს.

სოფელში მერის წარმომადგენელი ზვიად შარიქაძე ამბობს, რომ ხანძრის კერამდე მისვლა მხოლოდ ფეხით ან ცხენებით არის შესაძლებელი, რასაც დაახლოებით 2 საათი სჭირდება.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე უკვე გაემართნენ რეინჯერები და მეხანძრე-მაშველები.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და ოფიციალურ პასუხს ელოდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG