Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: რუსეთი გადაიხდის საბჭოთა პერიოდის ჰოლოდომორის საფასურს


ჰოლოდომორის მსხვერპლთა მონუმენტი კიევში
ჰოლოდომორის მსხვერპლთა მონუმენტი კიევში

რუსეთი გადაიხდის საფასურს საბჭოთა პერიოდის შიმშილზე, რომელსაც 1932-33 წლებში მილიონობით უკრაინელი ემსხვერპლა, და თავის ქმედებებზე უკრაინაში ახლა მიმდინარე ომში - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი 26 ნოემბერს.

"რუსები საფასურს გადაიხდიან ჰოლოდომორის ყველა მსხვერპლისთვის, და პასუხს აგებენ დღევანდელ დანაშაულებზე" - წერს ანდრი იერმაკი ტელეგრამით.

ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის ყოველწლიური დღე უკრაინაში წელს 26 ნოემბერს აღინიშნება.

1932 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის ლიდერმა, იოსებ სტალინმა პოლიცია მიავლინა უკრაინის ახლად კოლექტივიზებულ ფერმებში, მათგან მარცვლეულის და პირუტყვის სრულად მოპოვების მიზნით - მათ შორის თესლის, რომელიც მომავალი წლის მოსავლისთვის იყო საჭირო.

შემდგომ თვეებში მილიონობით უკრაინელი გლეხი დაიღუპა შიმშილით, პროცესში, რომელსაც იელის უნივერსიტეტის ისტორიკოსი, ტიმოთი სნაიდერი უწოდებს "აშკარად წინასწარ დაგეგმილ მასობრივ მკვლელობას".

XS
SM
MD
LG