Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დაზვერვა: ხერსონი დაუცველია რუსეთის არტილერიის უდიდესი ნაწილის იერიშებისგან


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის ჯარების მიერ 11 ნოემბერს ხერსონის გათავისუფლების შემდეგ რუსეთის ჯარები ქალაქს ყოველდღიურად უშენენ საარტილერიო ცეცხლს, შენიშნავს დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ 24 ნოემბერს ათი ადამიანი დაიღუპა, გუშინ კი რაიონში დარეგისტრირდა 54 საარტილერიო იერიში.

ქალაქი მოწყვლადია, ვინაიდან ის რუსეთის საარტილერიო სისტემების უდიდესი ნაწილის წვდომის ფარგლებში რჩება. რუსეთი ახლა ქალაქს ცეცხლს უშენს მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირიდან, ახალი თავდაცვითი ზღვრიდან.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, ხერსონს ყველაზე დიდ ზარალს აყენებენ რუსეთის რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემები - ძირითადად საბრძოლო მანქანები BM-21, რომლებიც „გრადის“ ტიპის რაკეტებს ისვრიან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები და პოლიცია ხერსონსა და მის შემოგარენში 11 ნოემბერს შევიდნენ. მანამდე ქალაქი ხერსონი და ოლქის ის ნაწილი, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს და მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG