Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია უარყოფს ლგბტქ დროშის ფერებში თბილისის ანძის განათებას


29 ნოემბერი. თბილისი. დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მერების შეთანხმება-აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (Com–East) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე
29 ნოემბერი. თბილისი. დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „მერების შეთანხმება-აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (Com–East) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე

დედაქალაქის მერიის განცხადებით, თბილისის ანძა ლგბტქ დროშის ფერებში არ განათებულა. როგორც პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ანძა განათდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, „მერების შეთანხმება-აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ლოგოს ფერებში (ყვითელი, სალათისფერი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი).

მერიის ინფორმაციით, 29 ნოემბერს თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო შეთანხმების ათი წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას. თბილისში, ორდღიან ღონისძიებაში მონაწილეობს ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების 150-ზე მეტი წარმომადგენელი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან, ასევე, ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან.

ტელეანძის განათების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „თბილისი პრაიდმა" „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „დღეს თბილისის ანძა ცისარტყელის ფერებში ანათებს".

განახლება

დედაქალაქის მერიის განმარტების შემდეგ „თბილისი პრაიდმა" „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა: „ანძა პრაიდის ფერებში ანთებული, რა თქმა უნდა, არ არის, რადგან თბილისის მერი ჰომოფობია".

„თბილისი პრაიდმა" კახა კალაძეს ღია წერილით მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG