Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერი და იუსტიციის მინისტრი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს შეხვდნენ


ირაკლი ღარიბაშვილი და ფიქრეთ მამედოვი
ირაკლი ღარიბაშვილი და ფიქრეთ მამედოვი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს, ფიქრეთ მამედოვს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს მთავრობისა და იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურები ავრცელებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას კონფლიქტის მოგვარებაში.

"აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა შესაძლოა მყარი საფუძველი გახდეს ნდობის გასაზრდელად. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის წამყვანი ქვეყანაა და გამოითქვა მზადყოფნა იმისა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს კავშირები", - აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ბაქოში ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე უწყებების დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ესწრებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG