Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა


გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი თომას მიულერი გულშემატკივრებს ემშვიდობება
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი თომას მიულერი გულშემატკივრებს ემშვიდობება

გერმანიის საფეხბურთო ნაკრებმა ზედიზედ მეორედ ვერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დაძლევა. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებმა მესამე ტურში ანგარიშით 4:2 მოუგეს კოსტა-რიკას, მაგრამ სამ თამაშში დაგროვებული ოთხი ქულა მერვედფინალში გასასვლელად არ ეყოთ.

გერმანია E ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდა. პირველი-მეორე ადგილები იაპონიისა და ესპანეთის ნაკრებებმა დაიკავეს. მესამე ტურში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და აზიელებმა მიმდინარე მუნდიალზე კიდევ ერთი სასწაული ჩაიდინეს - გერმანიის შემდეგ, ესპანეთსაც აჯობეს (2:1).

იაპონიის ნაკრები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა და 5 დეკემბერს მერვედფინალში ხორვატიას დაუპირისპირდება. 6 დეკემბერს კი, მეოთხედფინალში გასასვლელად ესპანეთი და მაროკო ითამაშებენ.

XS
SM
MD
LG