Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია II ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან 3 დეკემბერს დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. მის წერილს საპატრიარქო ავრცელებს.

"დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, - ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ", - წერია საპატრიარქოს მიერ 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ წერილში.

დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტთან, ამ დრომდე გრძელდება მძიმე ბრძოლები და ვერ ხერხდება დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრების გამოყვანა. დაღუპულთა ოჯახებს 4 დეკემბერს სამძიმარი ქართულ ენაზე გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG