Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაღუპული ჯაბა ხოფერია გურიაში, სოფელ გვიმბალაურში დაკრძალეს


10 დეკემბერს, გურიის სოფელ გვიმბლაურში, სამხედრო პატივით დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ჯაბა (ჯამბულათ) ხოფერია.

თანამებრძოლებისა და მეგობრების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხოფერია, ხერსონთან, ქიმიური იარაღის ზემოქმედების შედეგად მოიწამლა, საავადმყოფოში მკურნალობის კურსი გაიარა, მაგრამ 1 დეკემბერს, კიევში გარდაიცვალა.

ძალოსანი ჯაბა ხოფერია უკრაინაში საბრძოლველად გერმანიიდან, მიუნჰენიდან ჩავიდა. 27 თებერვლს ის უკვე უკრაინაში იყო. დაღუპული მებრძოლის მეგობრები რადიო თავისუფლებასთან იხსენებენ, რომ ჯაბას ჰყავდა მისაბაძი მაგალითები ბიძისა და მამის სახით, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ. 25 წლის ბიძა, ასევე ჯამბულათ ხოფერია, აფხაზეთის ომში დაიღუპა. ჯაბა დღეს, მშობლიურ სოფელში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

ჯაბა ხოფერიას ცხედარი, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში, საკუთარ სახლში, 8 დეკემბერს ჩაასვენეს. მანამდე, ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი, 3 დეკემბერს, კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართა.

რუსეთთან ომს, უკრაინაში, საქართველოს 34 მოქალაქე შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG