საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს, კატარში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩზე თავისი დასწრების მიზეზი გაამართლოს.
საფრანგეთის და მაროკოს საფეხბურთო ნაკრებების მატჩში აფრიკის სახელმწიფოს გუნდი დამარცხდა ანგარიშით 0:2.
ევროპარლამენტის და კატარის ხელმძღვანელობას შორის კორუფციის სკანდალის ფონზე, მაკრონს ჟურნალისტებმა კატარში გამგზავრების შესახებ ჰკითხეს.
დოჰა მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით კატარის ინტერესების ლობირების მიზნით ევროპელი მოხელეების მოსყიდვაში ბრალდებას უარყოფს. მაკრონის თქმით, „ის ოთხი წლის წინ რუსეთში ჩავიდა საფრანგეთის ნაკრების მხარდასაჭერად და ახლა კი - კატარში.
"ამის გამო დისკომფორტს არ ვგრძნობ“, - თქვა მაკრონმა, რომელიც 18 დეკემბერს კვლავ აპირებს კატარში ჩასვლას ჩემპიონატის ფინალის საცქერლად. ფინალში საფრანგეთის ნაკრები არგენტინის ნაკრებს შეხვდება.
ნახევარფინალში საფრანგეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის ქალაქებში ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმს არეულობა მოჰყვა, საჭირო გახდა პოლიციის ჩარევა.